გია ვოლსკი - სააკაშვილი იძლევა ინსტრუქციას, რომელიც არის ის აუცილებელი პირობა, რაც უნდა შეასრულონ ამ კლასტერში გაერთიანებულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა
გია ვოლსკი - სააკაშვილი იძლევა ინსტრუქციას, რომელიც არის ის აუცილებელი პირობა, რაც უნდა შეასრულონ ამ კლასტერში გაერთიანებულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა

საზოგადოებამ უნდა დაინახოს სიმართლე, სააკაშვილის ინსტრუქცია არის ის აუცილებელი პირობა, რაც უნდა შეასრულონ ამ კლასტერში გაერთიანებულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებაზე და საერთაშორისო პარტნიორებზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ პოლიტიკური სუბიექტები დესტრუქციული პროცესების განვითარებას.

„საზოგადოებამ უნდა დაინახოს სიმართლე, მათ შორის იმ ხალხმა, ვინც ხმა მისცა არჩევნების დროს. სიმართლე არის ის, რომ სააკაშვილი იძლევა ინსტრუქციას, სააკაშვილის ინსტრუქცია არის ის აუცილებელი პირობა, რაც უნდა შეასრულონ ამ კლასტერში გაერთიანებულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რამდენად შეძლებენ დესტრუქციული პროცესების განვითარებას, ეს არის დამოკიდებული საზოგადოებაზე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამას პერსპექტივა არ გააჩნია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ გიგა ბოკერიას განცხადების კომენტირებისას.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „იაფფასიანი ხრიკია იმის თქმა, ჯერ მოახდინონ პარლამენტის ლეგიტიმაცია და ამ პარლამენტის ფარგლებში შეისწავლონ, იყო თუ არა არჩევნებზე დარღვევები“. მისივე თქმით, ბიულეტენების ჩაყრასთან დაკავშირებით ყველგან ვერ მოხდა ვიდეომტკიცებულებების მოპოვება, თუმცა არსებობს ასეთი ვიდეო, რომელიც ერთ-ერთ უბანზეა გადაღებული.