გია ვოლსკი - „რუსთავი 2“-ს აქვს სერიოზული ფინანსური პრობლემები, რომელიც ამ კომპანიის საქმიანობის გაგრძელების საშუალებას არ იძლევა
გია ვოლსკი - „რუსთავი 2“-ს აქვს სერიოზული ფინანსური პრობლემები, რომელიც ამ კომპანიის საქმიანობის გაგრძელების საშუალებას არ იძლევა

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა ძალამ კარგა ხანი იცხოვრა იმ პირობებში, როცა „რუსთავი 2“, როგორც პარტიული ტელევიზია, კონკრეტული პარტიის წარმომადგენლობა, საკმაოდ აქტიური იყო საინფორმაციო ველზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ტელევიზია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა და ამას არ აქვს კავშირი ვინმეს დამოკიდებულებასთან „რუსთავი 2“-ის მიმართ.

„თუ სასამართლომ და მათ შორის სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ეს არის ქიბარ ხალვაშის საკუთრება, არ აქვს ამას არავითარი კავშირი იმ განწყობასთან და პათოსთან, რაც შეიძლება, მე გამაჩნდეს „რუსთავი 2“-ის ვთქვათ სარედაქციო პოლიტიკასთან, ან მის საერთოდ დამოკიდებულებასთან მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, მომწონს თუ არ მომწონს, ან ბიძინა ივანიშვილს მოსწონს თუ არ მოსწონს. მთავრი ის არის, რომ აქვს სერიოზული ფინანსური პრობლემები, რომელიც საშუალებას არ იძლევა ამ კომპანიის საქმიანობის გაგრძელების“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.