გია ვოლსკი - რუსეთს პასუხისმგებლობა ეკისრება არა მარტო ტატუნაშვილის საქმეზე, არამედ რეალურად შექმნილ ვითარებაზე
გია ვოლსკი - რუსეთს პასუხისმგებლობა ეკისრება არა მარტო ტატუნაშვილის საქმეზე, არამედ რეალურად შექმნილ ვითარებაზე

რუსეთს პასუხისმგებლობა ეკისრება რაც ოკუპირებულ რეგიონებში არა მარტო ქართველების, არამედ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის მიმართ ხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„რუსეთს პასუხისმგებლობა ეკისრება არა მარტო ტატუნაშვილთან დაკავშირებით, არამედ რეალურად შექმნილ ვითარებაზე, განსაკუთრებით იმაზე, რაც ოკუპირებულ რეგიონებში არა მარტო ქართველების, არამედ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის მიმართ ხდება. ეს მოცემულობაა და ამ მოცემულობიდან გამოსვლას გარკვეული ზომები სჭირდება. ამ ზომებისთვის მხოლოდ ორი გზაა, ერთი შეიარაღებული დაპირისპირება და მეორე – მოლაპარაკებების პროცესის განვითარება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.