გია ვოლსკი - რუსეთს ნებისმიერი განცხადება უკავშირდება სტრატეგიულ ხედვებს, რომელიც მას აქვს მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე
გია ვოლსკი - რუსეთს ნებისმიერი განცხადება უკავშირდება სტრატეგიულ ხედვებს, რომელიც მას აქვს მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე

რუსეთს ნებისმიერი განცხადება უკავშირდება სტრატეგიულ ხედვებს, რომელიც მას აქვს მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე და ერთ-ერთი სეგმენტი არის საქართველო-რუსეთის ურთიერთობა და ჟენევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, რუსეთის მიზანია, დიდხანს ჰქონდეს პოზიცია, რომ მოლაპარაკებების საშუალება არ იქნება.

„რუსეთს აქვს თავისი ინტერესები, ხედვა და მისი ნებისმიერი განცხადება უკავშირდება სტრატეგიულ ხედვებს, რომელიც რუსეთს აქვს მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე. ერთ-ერთი სეგმენტი არის საქართველო-რუსეთის ურთიერთობა და ჟენევა. რუსეთი ერთი მხრივ, ამბობს, რომ მოლაპარაკებას უჭერს მხარს, მეორე მხრივ, აწყობს ისეთ სტატუს კვოს, როგორიც ჰქონდა სააკაშვილის პერიოდში, რამაც საშუალება მისცა, გამოსულიყო მოლაპარაკებების ფორმატიდან. ეს არის რუსეთის ამოცანა. კარასინის თუ სხვა წარმომადგენლის განცხადებები სწორედ იმ მიზანს უკავშირდება, რომ საქართველოში ამ თემაზე იყოს მიმოხილვები დაწყებული, დაძაბულობა და პოზიციების დაპირისპირება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.