გია ვოლსკი - რურუა გარეთ, რურუა პოლიტიკური ლიდერი, არ აწყობს ოპოზიციას, ურჩევნიათ, იქ იყოს, სადაც არის
გია ვოლსკი - რურუა გარეთ, რურუა პოლიტიკური ლიდერი, არ აწყობს ოპოზიციას, ურჩევნიათ, იქ იყოს, სადაც არის

რურუა გარეთ, რურუა პოლიტიკური ლიდერი, როგორც თავად ასახელებენ, არ აწყობს ოპოზიციას, ურჩევნიათ, იქ იყოს, სადაც არის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა, ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, გიორგი რურუას გათავისუფლება არ აწყობს ოპოზიციას, ერთადერთი ხავსი დარჩათ, რომელსაც შეუძლიათ, ჩამოეკიდნონ.

„მეჩვენება, რომ პოლიტიკური ლიდერის ტიტულით გიორგი რურუა ისევე, როგორც ვთქვათ ოპოზიციური მედია მფლობელი, ოპოზიციას არ სჭირდება თავისუფლებაზე, მისთვის უფრო მოსახერხებელია დაკავებული იყოს და სასამართლო პროცესი მიმდინარეობდეს. ერთადერთი ხავსი დარჩათ, რომელსაც შეუძლიათ ჩამოეკიდონ და იქნებ, როგორმე პოლიტპატიმრის თემამ იმარჯვოს. დაკავებული წერილს წერს, ესენი დაესწრებიან, ან არა. ფაქტია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ორი მოსმენით მიღებულია. რაც უფრო მეტი პარტია იქნება ჩართული კენჭისყრაში, მით უკეთესია. არ ვიცი, გიორგი რურუას რიტორიკა რატომ აქვს შეცვლილი, მაგრამ ფაქტია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ითვალისწინებს იმას, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღება უნდა მოხდეს. ეს არ არის მათი ინტერესი, ეს არის სტაბილურობისთვის მოწოდება ყველა პარტიის მიმართ, რომ ქვეყანა დემოკრატიული კალაპოტიდან ამოვარდნის წინაპირობა არ შექმნას. რურუა გარეთ, რურუა პოლიტიკური ლიდერი, როგორც თავად ასახელებენ, არ აწყობს ოპოზიციას, ურჩევნიათ, იქ იყოს, სადაც არის“, – განაცხადა გია ვოლსკი.