გია ვოლსკი - არჩევნების პროგნოზი ისედაც ნათელია, შესაბამისად, იპოდრომის დედაქალაქისთვის გადაცემა არ არის მოსყიდვა, ეს არის საჩუქარი
გია ვოლსკი - არჩევნების პროგნოზი ისედაც ნათელია, შესაბამისად, იპოდრომის დედაქალაქისთვის გადაცემა არ არის მოსყიდვა, ეს არის საჩუქარი

ერთი მხრივ, ოპოზიცია ამბობს, რომ საჩუქარიც არ არის, არაფერს ნიშნავს, მეორე მხრივ, ამბობს, რომ მნიშვნელოვანი საჩუქარია და მოსყიდვაა, ვერ ჩამოყალიბდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ დედაქალაქისთვის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ჩუქების საკითხზე განაცხადა, სადაც „ქართუს“ დახმარებით თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

ვოლსკის თქმით, არ შეიძლება, აღნიშნული ქმედება მოსყიდვად შეფასდეს, რადგან საზოგადოება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის შექმნას წლების განმავლობაში ითხოვდა.

„წლების განმავლობაში, რაც გვახსოვს, საზოგადოების წარმომადგენლები, განსაკუთრებით, საბურთალოს მცხოვრებლები ითხოვენ, რომ ამ ადგილას გაკეთდეს ცენტრალური პარკი. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. როდესაც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე ვსაუბრობთ, აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვინმეს სჭირდება ვინმეს მოსყიდვა. არჩევნები როგორ დამთავრდება, ისედაც საკმაოდ ნათელია პროგნოზი. შესაბამისად, ეს არ არის მოსყიდვა, ეს არის საჩუქარი“, – განაცხადა ვოლსკიმ.