გია ვოლსკი - როცა სახელმწიფოს ინტერესებზეა საუბარი, პოლიტიკური თემებით სპეკულირება არ შეიძლება, სწორედ ამაზე მიუთითა პომპეომ თავისი ვიზიტით და დღის წესრიგითაც
გია ვოლსკი - როცა სახელმწიფოს ინტერესებზეა საუბარი, პოლიტიკური თემებით სპეკულირება არ შეიძლება, სწორედ ამაზე მიუთითა პომპეომ თავისი ვიზიტით და დღის წესრიგითაც

მმართველი გუნდის წარმომადგენელის, გია ვოლსკის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ვიზიტით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს მიმართ ეკონომიკური, სამხედრო, თუ პოლიტიკური მხარდაჭერა.

„რასაკვირველია, აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რესპუბლიკელია სახელმწიფო მდივანი, თუ დემოკრატი, აქ საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებზე, აქ არის ლაპარაკი საქართველოს ინტერესებზე, რომელიც არათუ ერთმანეთს ემთხვევა, არამედ მთელი რიგი მიმართულებით არის სტრატეგიულად გათვლილი და შეთანხმებული. ასე რომ, იქნება ეკონომიკური, სამხედრო, თუ პოლიტიკური მხარდაჭერა, ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის შეფასებით, პოლიტიკური თემებით სპეკულირება არ შეიძლება, როცა საუბარია სახელმწიფოს ინტერესებზე.

„რაც შეეხება პოლიტიკურ თემებს, რასაკვირველია, ამითი სპეკულირება შეიძლება, მაგრამ არა მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ინტერესებზეა საუბარი. სწორედ ამაზე მიუთითა პომპეომ თავისი ვიზიტითაც, თავისი დღის წესრიგითაც და იმ განცხადებებით, რომლებიც მან ვიზიტის ბოლოს გააკეთა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა.

დატოვე კომენტარი