გია ვოლსკი - როცა ადამიანის უფლებების საკითხებზე მყარი პოზიცია აქვს გერმანიას, როგორ შეიძლება, სტუმრად მიიღო ის ადამიანი, რომელიც ადამიანების უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებშია მხილებული
გია ვოლსკი - როცა ადამიანის უფლებების საკითხებზე მყარი პოზიცია აქვს გერმანიას, როგორ შეიძლება, სტუმრად მიიღო ის ადამიანი, რომელიც ადამიანების უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებშია მხილებული

შეიძლება, გერმანია ანგარიშს უკრაინას უწევდეს და მისი დელეგაციიდან რომელიმე ადამიანის ამოშლას მოერიდა, მაგრამ საუბარი არ არის ჩვეულებრივ ადამიანზე, ლაპარაკია მწამებელსა და იმ ადამიანზე, ვინც შემოქმედი იყო სადისტური სისტემის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, აღნიშნული ფაქტი შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გერმანიასაც.

„ეს ყველაფერი არა მხოლოდ ჩვენ გვაყენებს შეურაცხყოფას, არამედ თავად გერმანიას და ნებისმიერი სხვა ქვეყნის ავტორიტეტს აყენებს ჩრდილს, როცა ადამიანის უფლებების საკითხებზე ასეთი მყარი პოზიცია აქვს გერმანიას და ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოს, როგორ შეიძლება ასეთი იყო, თუ შეგიძლია, სტუმრად მიიღო ის ადამიანი, რომელიც ადამიანების უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებშია მხილებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ზურაბ ადეიშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას დაესწრო.