გია ვოლსკი - რევოლუციაზე, დესტაბილიზაციაზე საუბარი შესაძლოა, ვინმესთვის პოპულარულიც იყოს, მაგრამ უპირისპირდება არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ სახელმწიფოს ინტერესებს
გია ვოლსკი - რევოლუციაზე, დესტაბილიზაციაზე საუბარი შესაძლოა, ვინმესთვის პოპულარულიც იყოს, მაგრამ უპირისპირდება არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ სახელმწიფოს ინტერესებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მცირედი დახმარება, რასაც ხელისუფლება პანდემიის პირობებში საზოგადოებას სთავაზობს, ასევე დაწესებული შეზღუდვები ფიზიკურ გადარჩენაზეა ორიენტირებული.

ვოლსკის თქმით, შექმნილ რთულ ვითარებაში რევოლუციაზე, დესტაბილიზაციაზე საუბარი შესაძლოა, ვინმესთვის პოპულარულიც იყოს, მაგრამ უპირისპირდება არა უმრავლესობის ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ სახელმწიფოს ინტერესებს.

„ოპოზიციური ძალები პარაზიტობენ იმ შექმნილ ვითარებაზე, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში და არა მარტო საქართველოში – მთელ მსოფლიოში რთული მდგომარეობაა. მცირედი დახმარება, რასაც ხელისუფლება საზოგადოებას სთავაზობს, მათ შორის კომუნალური გადასახადებიც არის ორიენტირებულ ფიზიკურ გადარჩენაზე, ფიზიკურ გადარჩენაზეა ზოგადად ეს შეზღუდვებიც ორიენტირებული.

ბავშვები, მოხუცები შეიძლება, ისეთი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, როემლიც უკვე ვეღარ იქნება ვერანაირად შეკავებული ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მიერ და გაცილებით დამძიმდეს ვითარება. აი, ამ რთულ ვითარებაში, რა საკვირველია, რევოლუციაზე, დესტაბილიზაციაზე ლაპარაკი შეიძლება, ვინმესთვის პოპულარულიც იყოს, მაგრამ უპირისპირდება სახელმწიფოს ინტერესებს და არა უმრავლესობის, ხელისუფლების, ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის.

საერთოდ უპასუხისმგებლო განცხადებები ახასიათებთ მთელ რიგ ოპონონტებს. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გარდა, პოლიტიკურ ველზე არის საკმაოდ დაძაბული ბითარება, მაშინ, როდესაც ოპონენტები არ თანხმდებიან საპარლამენტო საგამოძიებო კომისის შექმნას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დესტაბილიზაცია არის მთავარი ამოცანა, რომლებსაც ისინი მიყვებიან.

დესტაბილიზაცია, რეგიონის შერყევა, ახალი ძალთა გადანაწილება არის ასევე საოკუპაციო ძალის ამოცანა. ასე რომ, ეს ორი მიმართულება – შიდა პოლიტიკური, გარკვეული ძალების პრობლემის განვითარება და გარე შექმნილი სიტუაცია, საკმაოდ უნისონში ხდება, ამასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და ყველას, ვისაც თავის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა გააჩნია, მათ შორის პოლიტიკურ სუბიექტებს, მივმართავ, რასაკვირველია, უნდა იმოქმედოს ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და არა საკაშვილის, გუბაზ სანიკიძის ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ლიდერის ინტერსებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება მეხუთე რაუნდს, ვოლსკის განმარტებით, ოპოზიციას არ სურს იმ მაგიდის გარშემო დაჯდომა, სადაც მათ არაერთხელ მიუთითეს, რომ პარლამენტში შესვლა აუცილებელია.

„არაერთხელ მიუთითეს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ცალკეული გადაცდომები არ განაპიროებებს ამ არჩევნების შედეგებს. როგორც პარალელური დათვლა თურმე აღმოჩნდა შესაბამისობაში რეალურ შედეგებთან და ეგზიტპოლებიც, თურმე რეალური ყოფილა, აღარ უნდათ, ეს მოისმინონ. რასაკვირველია, საპარლამენტო კომისიაზეც უარის თქმა გარედან ცალკეული, არაკომპეტენტური შეძახილებით უფრო უკეთესი და მოსახერხებელია, ვიდრე საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ამის გამეორება. თუ ისინი საბოლოოდ უარს აცხადებენ შემდგომ რაუნდზე, სწორედ იმ პოზიციის სისუსტით არის გამოწვეული, რომელიც მათ გააჩნიათ, ამავე დროს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ამოცნას, რაც მათ აქვთ – ეს არის ქვეყნის დესტაბილიზაცია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.