გია ვოლსკი -  რესურსი, რომელიც პარლამენტის თბილისში გადატანით დაიზოგება, ქუთაისის პრობლემებისკენ იქნება მიმართული
გია ვოლსკი - რესურსი, რომელიც პარლამენტის თბილისში გადატანით დაიზოგება, ქუთაისის პრობლემებისკენ იქნება მიმართული

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, რესურსი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანით დაიზოგება, მიმართული იქნება ქუთაისის პრობლემებისკენ.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ქუთაისის აეროპორტზე მიბმულია სატრანზიტო ხაზები და უშველებელი პროექტები, რომლებიც ქუთაისს საუკუნეების განმავლობაში დარჩება.

„საუბარი იყო იმაზე, რომ ქუთაისს სხვა მნიშვნელოვანი ფუნქცია, საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია უნდა შეეძინა, როგორც მეორე დედაქალაქს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ რესურსი, რომელიც დაიზოგება, მიმართული იქნება ქუთაისის საკითხებსა და პრობლემებზე.

შენობა უფუნქციოდ არ დარჩება, ამაზე საუბარი მიდის. შენობა უფუნქციო არ უნდა იყოს და ეს მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაც განიხილება, შენობის შსს-სთვის გადაცემაა. აქ იქნება არა მხოლოდ 112, არამედ რეგიონალური მმართველობა, აკადემიის გარკვეული ნაწილი და ა.შ.“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პირველმა არხმა დღეს მოიპოვა ინფორმაცია, რომ პარლამენტი თბილისში სრულად დაბრუნდება, ქუთაისში მდებარე შენობა კი შს სამინისტროს გადაეცემა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას შსს ერთგვარი ჰაბისთვის გამოიყენებს.