გია ვოლსკი - პრინციპი, რომ ნარკოპოლიტიკა მომხმარებლებისადმი ლოიალური უნდა იყოს, ყველას სწორად მიაჩნია
გია ვოლსკი - პრინციპი, რომ ნარკოპოლიტიკა მომხმარებლებისადმი ლოიალური უნდა იყოს, ყველას სწორად მიაჩნია

პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, პრინციპი, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა მომხმარებლების მიმართ ლოიალური უნდა იყოს, ყველას სწორად მიაჩნია.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, სახელმწიფომ მაქსიმალური სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ნარკოტიკებს ავრცელებს ან ყიდის.

„პრინციპი ერთია, რომლის მისაღწევად განსხვავებული ხედვები და მიდგომებია, რაზეც ვმსჯელობთ“, – დასძინა ვოლსკიმ.