გია ვოლსკი - პრეზიდენტს რომ მეტი კონსულტაციები ჰქონდეს უმრავლესობასა და უმცირესობასთან, უკეთესი იქნება
გია ვოლსკი - პრეზიდენტს რომ მეტი კონსულტაციები ჰქონდეს უმრავლესობასა და უმცირესობასთან, უკეთესი იქნება

პრეზიდენტს რომ მეტი კონსულტაციები ჰქონდეს უმრავლესობასა და უმცირესობასთანაც, უკეთესი იქნება. ასეთი პრინციპული საკითხის გადაწყვეტა პრეზიდენტის დისკრეციაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ხალხი, ვინც დღეს პასუხისმგებლობას არ იზიარებს საზოგადოების და ხალხის წინაშე, თუნდაც საერთაშორისო პარტნიორების წინაშე.

„საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტი თვლის, რომ ასე არის საჭირო, რათა დაძაბულობა სამუდამოდ მოიხსნას. პრეზიდენტმა რაც თქვა, გაოცებული ვარო, გულწრფელად თქვა, არ არის ახლა ჩვენთან ის უნისონი, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდეს კონსულტაცია. პრეზიდენტს რომ მეტი კონსულტაციები ჰქონდეს უმრავლესობასა და უმცირესობასთანაც, უკეთესი იქნება. ასეთი პრინციპული საკითხის გადაწყვეტა პრეზიდენტის დისკრეციაა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მოსალოდნელია  შეფასებების სხვადასხვა ვარიაცია, ესეც უნდა ცოდნოდა. გაბედულია, თავის თავზე აიღო, მაგრამ მნიშვნელობა ამას აქვს, რას ფიქრობს ხალხი, ვინც დღეს პასუხისმგებლობას არ იზიარებს საზოგადოების და ხალხის წინაშე, თუნდაც საერთაშორისო პარტნიორების წინაშე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ მედიატორები გამოაცხადებენ, რომ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა.