გია ვოლსკი - პრეზიდენტის მოხსენება საინტერესო იყო, ტრიბუნასთან მე რომ ვყოფილიყავი, ალბათ, იმავე თემებზე გავაკეთებდი აქცენტებს
გია ვოლსკი - პრეზიდენტის მოხსენება საინტერესო იყო, ტრიბუნასთან მე რომ ვყოფილიყავი, ალბათ, იმავე თემებზე გავაკეთებდი აქცენტებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტის წლიურ მოხსენებას საინტერესოს უწოდებს.

ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში სწორი აქცენტები გააკეთა.

„მსოფლიოში დიდი გამოწვევებია, რასაც ჩვენ, სამწუხაროდ, ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ.  ეს სხვადასხვა შიდა ვითარებით არის გამოწვეული. საერთოდ საქართველოში ურთიერთობები მნიშვნელოვნად შეიცვალა და სამწუხაროა, რომ ცუდ მაგალითს აძლევენ პოლიტიკოსოსები და პოლიტიკური ჯგუფები. მე რომ ტრიბუნასთან ვყოფილიყავი, ალბათ, იმავე თემებზე გავაკეთებდი აქცენტებს, ვინაიდან ახალგაზრდებისთვის მეტი სტიმულია მისაცემი, მეტი კარგი მაგალითი. მით უმეტეს საქართველოს, თავისი ტრადიციებიდან და ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე, ასეთი წესიერი და კარგი მაგალითი უამრავი აქვს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ისაუბრა პრეზიდენტმა შეწყალებაზე, ვოლსკი მიიჩნევს, რომ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, კრიტიკული, უკიდურესად კრიტიკულიც და მომავალზე ორიენტირებული კომენტარები პრეზიდენტმაც გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ შეწყალების საკითხთან დაკავშირევით, კრიტიკულიც, უკიდურესად კრიტიკულიც და მომავალზე ორიენტირებული კომენტარები პრეზიდენტმაც გააკეთა. კითხვები ამოწურული არასდროს იქნება“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.