გია ვოლსკი - პრეზიდენტის ინსტიტუტი სწორად უნდა ყალიბდებოდეს, მათ შორის, საკადრო თვალსაზისით
გია ვოლსკი - პრეზიდენტის ინსტიტუტი სწორად უნდა ყალიბდებოდეს, მათ შორის, საკადრო თვალსაზისით

საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევისას სალომე ზურაბიშვილზე არჩევანი იმიტომ გაკეთდა, რომ მას პირადი შეხედულებებით ხელმძღვანელობა არ ახასიათებს, როცა საქმე სახელმწიფო ინტერესებს ეხება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„სალომე ზურაბიშვილი პიროვნულად არაფერ შუაშია. პრეზიდენტის ინსტიტუტი სწორად უნდა ყალიბდებოდეს, მათ შორის, საკადრო შემადგენლობის თვალსაზისით. კადრები შესაბამისი უნდა იყოს იმ ამოცანების შესასრულებლად, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს ექნება. ძველი იქნება თუ ახალი, მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს, ლაჩრულს, ვერაგულს, დისკრიმინაციულსა და ანტიკონსტიტუციურს უწოდებს. მისი შეფასებით, ეს პრეზიდენტის ინსტიტუტზე მორიგი დარტყმაა.