გია ვოლსკი - პრეზიდენტი „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს თუ დაადებს, უნდა დავძლიოთ, უმრავლესობის კანონპროექტი სამართლებრივად გამართულია
გია ვოლსკი - პრეზიდენტი „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს თუ დაადებს, უნდა დავძლიოთ, უმრავლესობის კანონპროექტი სამართლებრივად გამართულია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტი „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს თუ დაადებს, უმრავლესობამ ის უნდა დაძლიოს.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ ერთმანეთთან შეუსაბამო ორი ფუნქცია გამიჯნული უნდა იყოს. გია ვოლსკის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტი სამართლებრივად გამართულია.

„პრეზიდენტი „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს თუ დაადებს, მგონია, რომ ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და ვეტო დავძლიოთ, რადგან გადაწყვეტილება პოლიტიკურად და სამართლებრივად ჩამოყალიბებულია იმ ინტერესებზე, რაც სახელმწიფოს აქვს. ერთმანეთთან შეუსაბამო ორი ფუნქცია არ უნდა ეჯახებოდეს ერთ სტრუქტურაში, რომელიც თავის დროზე გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე ადამიანმა თავისი სუბიექტური შეხედულებებით ჩამოაყალიბა.

ის კანონპროექტი, რომელსაც უმრავლესობა გვთავაზობს, სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია. კატეგორიულად უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ ორი სტრუქტურის ხელმძღვანელის დამოუკიდებლობას რაიმე დაემუქროს, ასეთი ვერ მოხდება. პრემიერ-მინისტრმა გუშინ განცხადება გააკეთა და ამ განცხადების ფონზე გაუგებარია ასეთი გააფთრებული შეტევა, ასეთი განცხადებების გაკეთება, ასეთი ხისტი გამოსვლები მაშინ, როცა ლონდა თოლორაია ჩვენი კადრია, ეს სტრუქტურა ჩვენ შევქმენით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გავრცელა.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ უნდა იყოს განხილული