გია ვოლსკი - პრემიერის გერმანიაში გამოსვლა მეტყველებს, რომ საქართველოს ჰყავს ღირსეული ლიდერი და თავად არის ღირსეული სახელმწიფო, რომელსაც ყველამ ანგარიში უნდა გაუწიოს
გია ვოლსკი - პრემიერის გერმანიაში გამოსვლა მეტყველებს, რომ საქართველოს ჰყავს ღირსეული ლიდერი და თავად არის ღირსეული სახელმწიფო, რომელსაც ყველამ ანგარიში უნდა გაუწიოს

პრემიერის გამოსვლა იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ღირსეული ლიდერი ჰყავს და რაც მთავარია, საქართველო თავად არის ღირსეული სახელმწიფო, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიოს ყველამ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ირაკლი კობახიძემ ლაკონურად გასცა პასუხი, რომ გამჭვირვალეობა ევროპული სტანდარტია.

„პრემიერის გამოსვლა იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ღირსეული ლიდერი ჰყავს და რაც მთავარია, საქართველო თავად არის ღირსეული სახელმწიფო, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიოს ყველამ, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ევროპული ფასეულობები იმ კონსტიტუციაშია გაწერილი, რომელიც თავად ირაკლი კობახიძემ ჩამოაყალიბა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირისთვის საქართველოც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ირაკლი კობახიძემ ლაკონურად გასცა პასუხი, რომ გამჭვირვალეობა ევროპული სტანდარტია, რისკენაც მივისწრაფვით – არა რუსულ კანონს; არა რუსულ ოკუპაციას; დიახ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს არის ჩვენი სლოგანი, და არა „ნაცმოძრაობის“, რომელიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია თავისი დესტრუქციის გამო“, – განაცხადა ვოლსკიმ.