გია ვოლსკი - პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმაზე, რაც ყველამ იცის, ყველამ იცოდა კონკრეტული ადამიანების გვარები, რომლებიც მოუწოდებენ ქართველ ახალგაზრდებს, ჩაერთონ საომარ მოქმედებებში
გია ვოლსკი - პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმაზე, რაც ყველამ იცის, ყველამ იცოდა კონკრეტული ადამიანების გვარები, რომლებიც მოუწოდებენ ქართველ ახალგაზრდებს, ჩაერთონ საომარ მოქმედებებში

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმაზე, რაც თვალხილულია და ყველამ იცის. რომც არ ყოფილიყო ექსპერიმენტი ჩატარებული, რომც არ გამოქვეყნებულიყო ის განცხადება, რომელიც მოუწოდებს ქართველ ახალგაზრდებს, ჩაერთონ საომარ მოქმედებებში, ყველამ იცოდა კონკრეტული ადამიანების გვარები, ვინც ამის ორგანიზებას აკეთებდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „რეალობა ყველამ იცის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ“.

„მათ არაფერი ახალი არ უთქვამთ, უბრალოდ, იმ პრობლემას გაუსვეს ხაზი, რა ვალდებულებაც გააჩნია პარტიას, მთავრობას, ხელისუფლებას, ეს ვალდებულება მოიხადეს. მთავარი თემა, რაც შეიძლება გამოვყოთ, არის ის, რომ ჩვენ ჭირისუფლები ვართ იმ ოჯახებთან ერთად, ვინც დაკარგეს ოჯახის წევრები. დაღუპულები მხედრული ღირსებით უნდა იყვნენ დაკრძალული, ხელისუფლებამ უნდა გაიღოს ყველანაირი ხარჯი, რაც მათ გადმოსვენებასა და დაკრძალვას სჭირდება. სამწუხაროა, რომ სპეკულირება ხდება საომარ მოქმედებებში ჩართვის თემით. რეალობა ყველამ იცის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.