გია ვოლსკი - პოლიტიკური გარიგებები უცხო არ არის, ზოგს ვაჭრობა ჰქვია, ზოგს უზნეო გარიგება, გახარიას შეთავაზებას რომელი დავარქვა, ჯერ არ ვიცი
გია ვოლსკი - პოლიტიკური გარიგებები უცხო არ არის, ზოგს ვაჭრობა ჰქვია, ზოგს უზნეო გარიგება, გახარიას შეთავაზებას რომელი დავარქვა, ჯერ არ ვიცი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ რამდენიმე საკრებულოში თავმჯდომარის კანდიდატურის დაყენების თაობაზე პარტია „საქართველოსთვის“ შეთავაზებაზე გუნდს ჯერ არ უმსჯელია.

მისივე თქმით, საკთხზე პოზიციის დაფიქსირებისგან ამ ეტაპზე თავს შეიკავებს.

„გიორგი გახარიას შეთავაზებაზე უეცარი პასუხის გაცემა არ მინდა, რადგან ამ თემაზე საუბარი ჯერ არ გვქონია, თუმცა პროცესი ბუნებრივად უნდა მიდიოდეს. კონკრეტიკა ჯერ ჩემს პასუხს არ ექნება. პოლიტიკური გარიგებები არ არის უცხო, ზოგს ვაჭრობა ჰქვია, ზოგს უზნეო გარიგება, ამ შეთავაზებას რომელი ერთი დავარქვა ჯერ არ ვიცი და პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარტია „საქართველოსთვის“ რამდენიმე საკრებულოში თავმჯდომარის კანდიდატურის დაყენებას გეგმავს, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ კი მოადგილის პოზიციას სთავაზობს.

 

დატოვე კომენტარი