გია ვოლსკი - პირველ ეტაპზე, ვიდრე პარტიებს შორის პოზიციები ლოგიკურ შედეგამდე არ მივა, მხარი უნდა დავუჭიროთ სახალხო დამცველობის ყველა კანდიდატს, მათ გარდა, ვინც პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა
გია ვოლსკი - პირველ ეტაპზე, ვიდრე პარტიებს შორის პოზიციები ლოგიკურ შედეგამდე არ მივა, მხარი უნდა დავუჭიროთ სახალხო დამცველობის ყველა კანდიდატს, მათ გარდა, ვინც პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ჯერჯერობით სახალხო დამცველობის კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერაზე არ ისაუბრებენ და ვერ იტყვის, საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდებიან.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროცესიდან არავინ უნდა გამორიცხონ, ვიდრე ოპოზიციურ პარტიებს შორის პოზიციები ლოგიკურ შედეგამდე არ მივა.

„მგონი, პირველ ეტაპზე მხარი უნდა დავუჭიროთ ყველას, მათ გარდა, ვინც ამ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა. საბოლოოდ როგორ ჩამოვყალიბდებით, ჯერ ვერ ვიტყვი, მაგრამ უმრავლესობის სხდომაზე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პროცესიდან არავინ გამოვრიცხოთ, ვიდრე პარტიებს შორის პოზიციები არ მივა რაიმე ლოგიკურ შედეგამდე. ჯერ ყველა კანდიდატი უნდა შევინარჩუნოთ. 19-ს ვინ გამოაკლდება, არ ვიცი, მაგრამ შემოთავაზებული ფორმულა გათვალისწინებული იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.