გია ვოლსკი - პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე თავის მოვალეობას მშვენივრად ასრულებს
გია ვოლსკი - პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე თავის მოვალეობას მშვენივრად ასრულებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს.

კითხვაზე, იგეგმება, თუ არა ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ გადასვლა, ვოლსკი პასუხობს, რომ კითხვა ინტრიგნულია.

„ეს გამორიცხულია, ამ თემის განხილვა არ მიმდინარეობს. მოქმედი თავმჯდომარე თავის მოვალეობას მშვენივრად ასრულებს. გადანაწილებას არ ველოდები და ამ კითხვის დასმისას მთავარი თემა ისაა, რა გზავნილს ვაძლევთ ამით საზოგადოებას – არის თუ არა, მმართველი გუნდი მონოლითური და დამოუკიდებელი თავის არჩევანში, თუ მართლაც როგორც ინფორმაციას ავრცელებენ, ერთი კაცის იდეაზეა დამყარებული. გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამჭვირვალე და ზედმეტად დემოკრატიულად ხდება. ამ თემაზე საუბარი მიმართულია საზოგადოების არასწორი ორიენტირებისკენ“, – აღნიშნავს გია ვოლსკი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაზა თავაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე გახდება. საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 144 კანდიდატს შორისაა.