გია ვოლსკი - ორივე „ნაციონალური მოძრაობა“ ცრუთა და მავნებელთა ერთი ბანაკია, რომელსაც კიდევ ერთი წევრი შეემატა, ვინც ჩანაწერები გაავრცელა
გია ვოლსკი - ორივე „ნაციონალური მოძრაობა“ ცრუთა და მავნებელთა ერთი ბანაკია, რომელსაც კიდევ ერთი წევრი შეემატა, ვინც ჩანაწერები გაავრცელა

ორივე „ნაციონალური მოძრაობა“ ცრუთა და მავნებელთა ერთი ბანაკია, რომელსაც კიდევ ერთი წევრი შეემატა, ვინც ჩანაწერები გაავრცელა – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბრის აუდიოჩანაწერებზე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიცია საერთოდ არაფერს არ ენდობა და მას ნებისმიერ საკითხზე საწინააღმდეგო პოზიცია ექნება.

„რაც არ უნდა მოხდეს და როგორი საერთაშორისო ექსპერტიზაც არ უნდა ჩატარდეს,„ნაციონალურ მოძრაობასა“ და ყველა სატელიტს პოლიტიკურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს, ასე მკაცრად შეტევის ქვეშ იქნება. ჩანაწერების ნამდვილობა ექსპერტიზის მიერ დგინდება და ექსპერტიზა ამას მხოლოდ ზეპირ განცხადებად არ აკეთებს, ამას დასაბუთებაც მოჰყვება და გადამოწმებისთვისაც ხელმისაწვდომია. ლევან ყიფიანმა დაადასტურა, რომ გარკვეულ შეთანხმებაში მონაწილებდა. ეს თუ ნამდვილია, ჯერ არ იცით, მაგრამ მან აღნიშნა, რომ ჩანაწერები დამონტაჟებულია. თუ თავდასაცავად ყიფიანის განცხადების მოყვანა უნდათ, ძალიან სუსტი პოზიცია აქვთ. ეს არის აგრესიულად განწყობილი ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც არც ექსპერტიზა უნდა და არც საერთაშორისო რეიტინგები აინტერესებს. ეს არის ცრუთა და მავნებელთა ერთი ბანაკი, რომელსაც კიდევ ერთი წევრი შეემატა, ვინც ეს ჩანაწერები გაავრცელა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბრის აუდიოჩანაწერებზე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის საუბრების აუდიოჩანაწერი არ არის ავთენტიკური და დამზადებულია მონტაჟის გზით.