გია ვოლსკი ოპოზიციური პარტიების განცხადებას პიკეტირების გაუქმებასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს
გია ვოლსკი ოპოზიციური პარტიების განცხადებას პიკეტირების გაუქმებასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ განცხადება პარლამენტის ხვალინდელი პიკეტირების გაუქმების თაობაზე, არის პოლიტიკური სპეკულაცია და პოლიტიკური სვავების პოლიტიკა, რომლებიც ამ უბედურების ფაქტზე არიან წასეულები.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი ოპონენტების მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს ყველაფერი სიღრმისეულად რომ გავაანალიზოთ, გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემაა. სისტემა, რომელზეც საუბრობენ, დიდი ხანია დაინგრა. სწორედ იმ სისტემას წარმოადგენს პოლიტიკოსთა უმრავლესობა, რომელთა ქმედებებმა საქართველოს ოჯახების კისერზე წიხლებით გადაიარა. პრობლება სხვა რამეშია, ახლა კი, პოლიტიკური სპეკულაციების დრო არ არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.