გია ვოლსკი - ოპოზიციის სტილია, რომ ყველაფერზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას
გია ვოლსკი - ოპოზიციის სტილია, რომ ყველაფერზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას

ოპოზიციის სტილია, რომ ყველაფერზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომ თავად წარმართონ პროცესი და ხელისუფლების ფუნქცია შეითავსონ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.

„თუ რამე არგუმენტი რეალურად არსებობს, სიამოვნებით მოვუსმენთ ნებისმიერს, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური ორგანოს მიერ გადასაწყვეტი საკითხი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, განცხადებებს, რომელსაც მუხთარლი აკეთებს, რეალობასთან არათუ რაიმე საფუძველი აქვს, არამედ გამიზნულად არის ჩამოყალიბებული ყურადღების მისაქცევად.

გია ვოლსკის განცხადებით, ჯერჯერობით გამოძიებას ყველაფერთან მიმართებაში პასუხები არ აქვს და გამოძიების შემდეგ სიმართლე დადგინდება.