გია ვოლსკი - ოპოზიციის ქცევა არ შეესაბამება ტრადიციას, რომელიც ევროპულ ქვეყანას უნდა ახასიათებდეს
გია ვოლსკი - ოპოზიციის ქცევა არ შეესაბამება ტრადიციას, რომელიც ევროპულ ქვეყანას უნდა ახასიათებდეს

ვფიქრობ, ოპოზიციის ქცევა არ შეესაბამება თანამედროვე, საერთაშორისო, დემოკრატიულ პრინციპებს ან ტრადიციას, რომელიც ევროპულ ქვეყანას უნდა ახასიათებდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ის გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ 16 დეკემბერს თელავში დაგეგმილ აქციას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად უნდა გაიმართოს.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ქმედებები ყოველთვის იყო მიმართული დესტაბილიზაციისა და დესტრუქციისკენ.

რაც შეეხება კითხვას, რატომ შიერჩა თელავი საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ადგილად, ვოლსკი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა თელავში არჩევნები წააგო და ამ ჟესტით ხაზს უსვამს, რომ ის ყველას პრეზიდენტი იქნება.

„თელავი შერჩეული იყო იმ პრინციპით, რაზედაც სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ ვრცლად და სიღრმისეულად საუბრობდა, რომ არჩეული პრეზიდენტი უნდა იყოს პრეზიდენტი ყველასთვის, მათ შორის თუნდაც იმ რეგიონში, სადაც ხმების მცირე, მაგრამ გარკვეული რაოდენობით მაინც წააგო ოპონენტთან. სიმბოლურია კახეთში ამ ინაუგურაციის ჩატარება და თუკი ერეკლე მეფის სასახლეზე მიდგა ლაპარაკი, ეს იყო ადამიანი, რომელიც თავისი დამოკიდებულებით ქვეყნის მიმართ იყო გამორჩეული და ესეც გარკვეულ სიმბოლოს წარმოადგენს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი