გია ვოლსკი - ოპოზიციის მთავარი ამოცანა საარჩევნო სისტემა ვერ იქნება, რადგან მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია
გია ვოლსკი - ოპოზიციის მთავარი ამოცანა საარჩევნო სისტემა ვერ იქნება, რადგან მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია

არ ვფიქრობ, რომ იმ განცხადებების შემდეგ, რაც ზოგიერთი ტელევიზიით მოვისმინეთ მოძრაობის ლიდერის, სააკაშვილის, მისი ემისრის გუბაზ სანიკიძის მხრიდან, რაც რევოლუციას და სისხლის დაღვრას ეხება, რომ მათი მთავარი ამოცანა საარჩევნო თემაზე მსჯელობაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ოპოზიციის მთავარი ამოცანა საარჩევნო სისტემა ვერ იქნება, რადგან მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია.

„პარლამენტს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, 2020 წელს შერეული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარების შესახებ. უფრო მეტიც ახლა ინიციატივა გამოჩნდა, რომელიც 2024 წელში მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას უკავშირდება. საზოგადოებაში საკმაოდ გაფანტული და ეკლექტურია პოლიტიკური ძალებიც, რომლებიც ერთად არიან, მაგრამ ხვალ ვერანაირად ვერ აიღებენ ერთად კოალიციურ პასუხისმგებლობას საქართველოს უსაფრთხოებაზე. ეს თუ არ გავაანალიზეთ და მხოლოდ ზედაპირზე ვიარეთ, მძიმე იქნება. რასაკვირველია, საზოგადოებამ თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს, მაგრამ ეს პოზიცია ანალიზზე დაფუძნებული არ არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი