პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის დღის წესრიგში კვლავ რევოლუციური სცენარია.
ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის გეგმებში უკრაინის მაიდანის მოწყობა იყო, თუმცა მათი გეგმები მას შემდეგ განეიტრალდა, რაც ის პირები შეიცვალნენ, ვინც ამ პროცესებში უნდა ჩართულიყვნენ.
„ჩემი აზრით, გარკვეული ეპიზოდი თელავში იყო დაგეგმილი. ვფიქრობ, რომ ეს პროვოკაციები მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.