გია ვოლსკი - ოპოზიციას არჩევნები არ სჭირდება, მათ სჭირებათ, სააკაშვილმა როგორმე დალიოს ჩაი, ბორჯომი ან წყალი, რომელიც პარლამენტის ტრიბუნაზე დგას
გია ვოლსკი - ოპოზიციას არჩევნები არ სჭირდება, მათ სჭირებათ, სააკაშვილმა როგორმე დალიოს ჩაი, ბორჯომი ან წყალი, რომელიც პარლამენტის ტრიბუნაზე დგას

ოპოზიციას არჩევნები არ სჭირდება, მათ სჭირებათ, სააკაშვილმა როგორმე დალიოს ჩაი, ბორჯომი ან წყალი, რომელიც პარლამენტის ტრიბუნაზე დგას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი ჩარჩენილია ჯერ კიდევ იქ, როდესაც 2003 წელს ედუარდ შევარდნაძის ჩაი დალია.

„სააკაშვილი ჩარჩენილია იმ ბოდვაში, როცა შევარდნაძის ჩაი დალია, შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საკუთარ თავზე მოირგო, რათა პრეზიდენტობიდან პირდაპირ გადასულიყო პრემიერ-მინისტრის სავარძელში. ეს ზღაპარიც, რომ დავიჯეროთ, რომ იქ თურმე შესაძლებელია ბიულეტენების გაქრობა, ახალი ბიულეტენების მოტანა, ოქმების გადასწორება და ფალსიფიცირება, სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად ამას სჭირდება საგამოძიებო კომისიის შექმნა.

არავითარი კომისიის საკითხზე ლაპარაკი არ უნდათ, არავითარი არჩევენები ამათ არ სჭირდებათ, მათ სჭირებათ, სააკაშვილმა როგორმე დალიოს ჩაი, ბორჯომი ან წყალი, რომელიც პარლამენტის ტრიბუნაზე დგას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რევოლუციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებზე ხალხის ხმა პარლამენტში შესასვლელად მიიღო და არა ქუჩაში ხმლებით სირბილისთვის.

„საზოგადოება არ არის განწყობილი რევოლუციისთვის და ამას არც წინაპირობა არ აქვს. მეორე, ეს პოლიტიკური რესურსი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის გარშემო გააერთიანა, ქვეყნისთვის არ არის არავითარი პოზიტივის მომტანი. თუკი რაღაც გარკვეული პროცენტი აიღეს, პარლამენტში შემოსასვლელად აიღეს და არა ქუჩაში ხმლებით სირბილისთვის. აი, ეს ვერ გაიგეს, ისევ იქ არიან ჩარჩენილები და ისევ იმ ბოდვას მიყვებიან, რომელიც რატომღაც 2003 წელში გაუვიდათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.