გია ვოლსკი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის განუკითხავი ქმედებები მთელი მსოფლიოსთვის და რეგიონისთვის საფრთხის შემცველია, მაგრამ ჩვენთვის ამ თემას პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს
გია ვოლსკი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის განუკითხავი ქმედებები მთელი მსოფლიოსთვის და რეგიონისთვის საფრთხის შემცველია, მაგრამ ჩვენთვის ამ თემას პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის განუკითხავი ქმედებები არის მთელი მსოფლიოსთვის და რეგიონისთვის საფრთხის შემცველი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა „ღია ცის შეთანხმების“ შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით.

გია ვოლსკის შეფასებით, ზოგადად საფრთხეები საკმაოდ ბევრია.

„საფრთხეები ზოგადად ბევრია, მაგრამ ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის განუკითხავი ქმედებები არის მთელი მსოფლიოსთვის და რეგიონისთვის საფრთხის შემცველი, მაგრამ ჩვენთვის ამ თემას პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები მხარს გიჭერს პოლიტიკურად და ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიერ სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ დაშვებამ განაპირობა ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი ნაბიჯები, ეს უკვე დიდი თემაა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. დანარჩენი უკვე მოლაპარაკების საგანია“, – აცხადებს ვოლსკი.

მისი თქმით, საქართველოს დესტრუქციული პოლიტიკა არ ექნება.

„ჩვენ დესტრუქციულ პოლიტიკას არასდროს დავიჭერთ, მაგრამ ფაქტია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საერთაშორისო დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, ამ შეთანხმების პრიზმაში თუ განვიხილავთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რუსეთის საგარეო უწყებამ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, დაუშვას სადამკვირვებლო მისიები საზღვრის გასწვრივ 10-კილომეტრიან ზონებში, იმ პირობით, თუ საქართველო უარს იტყვის არსებული „ღია ცის შეთანხმების“ ძირითად დებულებებთან შეუთავსებელ პოზიციაზე და უზრუნველყოფს საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ფრენების დაშვებას.

დატოვე კომენტარი