გია ვოლსკი - ნინო ლომჯარიას არ აქვს საფუძველი, იმპერატიულად თქვას, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ადამიანები პასუხისგებაში არ მიეცნენ
გია ვოლსკი - ნინო ლომჯარიას არ აქვს საფუძველი, იმპერატიულად თქვას, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ადამიანები პასუხისგებაში არ მიეცნენ

იმპერატიულად თქმა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ადამიანები არ მიეცნენ პასუხისგებაში, ჯერ მაგის საფუძველი არ გვაქვს, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ სახალხო დამცვლეს, რომელმაც აღნიშნა, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში არ მიეცნენ საქმესთან პირდაპირ, თუ ირიბად დაკავშრებული პირები.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, გამოძიება რომ არასრულფასოვანი იყო, ეჭვები შექმნა სასამართლოს გადაწყვეტილებამ და არა სახალხო დამცველის ინსტიტუტის მოკვლევამ.

„ხორავას ქუჩასთან დაკავშირებით თქვენ ამბობთ, რომ დამნაშავეები არ მიეცნენ პასუხისგებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომ ჩვენ მივედით ეჭვამდე, მართლაც მოხდა იქ დანაშაულის დაფარვა. ასე იმპერატიულად თქმა, რომ არ მიეცნენ პასუხისგებაში, ჯერ მაგის საფუძველი არ გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ შევქმნიდით საპარლამენტო კომისიას. ეჭვი მაქვს, რომ არასრულფასოვანი იყო გამოძიება, მაგრამ ეს ეჭვები შექმნა სასამართლოს გადაწყვეტილებამ და არა, პატივისცემას გიდასტურებთ, სახალხო დამცველის ინსტიტუტის მოკვლევამ”, – მიმართა გია ვოლსკიმ ნინო ლომჯარიას.

სახალხო დამცველმა, დღეს საპარლამენტო ანგარიშის წარდგენის დროს აღნიშნა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ეფექტური გამოძიება თავიდანვე არ განხორციელდა და პასუხისგებაში არ მიეცნენ პირები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად იყვნენ დაკავშირებულნი დანაშაულთან.