გია ვოლსკი - ნიკა გვარამიას განცხადება ერთ-ერთი გამოხატულება და გაგრძელებაა იმის, რასაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საუბრობს
გია ვოლსკი - ნიკა გვარამიას განცხადება ერთ-ერთი გამოხატულება და გაგრძელებაა იმის, რასაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საუბრობს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადება ერთ-ერთი გამოხატულება და გაგრძელებაა იმის, რასაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საუბრობს.

გია ვოლსკი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას მიერ განთავსებულ სტატუსს გამოეხმაურა.

ხუნვეიბინური მოძრაობა თავად ჩამოაყალიბა, ეს არის ჩინეთის რადიკალური ახალგაზრდული დაჯგუფება. ფიქრობს, რომ ამისგან შექმნის ისტორიის ახალ მიმდინარეობას, როცა საზოგადოება პოლიციასა და კანონს უარყოფს, დაემორჩილება იმ მავნებლურ ხეპრულ და უზრდელობაში გადასულ განცხადებებს, რომელსაც ყოველდღიურად აკეთებს. არ მგონია, საზოგადოება ვერ ხვდებოდეს, საქმე რასთან გვაქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ, ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად უნდა დავამხოთ“.