გია ვოლსკი - "ნაციონალურ მოძრაობას" ძირი რაც უფრო ულპება, პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი მით უფრო უხერხულ მდგომარეობაში დგება
გია ვოლსკი -  "ნაციონალურ მოძრაობას" ძირი რაც უფრო ულპება, პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი მით უფრო უხერხულ მდგომარეობაში დგება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” ძირი რაც უფრო ულპება, პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი მით უფრო უხერხულ მდგომარეობაში დგება. ჟურნალისტებთან საუბარში ვოლსკი პარლამენტში გუშინ განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნიკანორ მელიამ სპექტაკლის გამართვა სცადა და ფრაქციის ხელმძღვანელი ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა, თუმცა დესქტრუციული განცხადებების განხორციელება რომან გოცირიძემაც არ დააკლო.

“უკვე ჩანს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ძირი რაც უფრო ულპება, მით უფრო უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ზოგიერთ წარმომადგენელს. ზოგიერთი წევრი კიდევ ცდილობს, რომ წინ გაიჭრას და მიხეილ სააკაშვილის ჩანაცვლება მოახდინოს. ქმედებებმა უზრდელობის პიკს მიაღწია და საქმე უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლთან გვაქვს, რომლის მიუხედავად, კითხვები კრიტიკული იყო და პასუხები საინტერესო. რაც შეეხება მელიას, ეს ბულინგი არ არის, ბულინგის გამოწვევაა. აქ საუბარი ადამიანურ კონფლიქტზე არ არის, დაპირისპირება არის მექანიზმთან, რომელიც ცდილობს, სიტუაცია არიოს. თუ ამ საუბარზე რეაქცია გამოიხატება, ეს არ შეიძლება იმ ქმედებას შევადაროთ, რომელიც ბობოხიძემ პეტრე მამრაძის მიმართ ჩაიდინა. ყველანაირი კრიტიკა საჭირო და ასატანია, მაგრამ კრიტიკა აღარ არის, როცა ეს ადამიანურ ზღვარს სცდება. კრიტიკა უნდა მოისმინო, მაგრამ როცა უზრდელობაში გადადიხარ და შენგან აგრესია იმდენად მოდის, რომ შემაკავებელი მექანიზმი არ არსებობს, ადამიანები ვართ და შეიძლება, მეტი მოთმინება გვამართებს. სპექტაკლი იმას ემსახურებოდა, რომ პროცესები ადამიანურს გასცდენოდა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

გუშინ, პარლამენტში ახალი მთავრობის დამტკიცებისას, ნიკა მელიას გამოსვლას ხმაური მოჰყვა.