პარლამენტში ნიკა მელიას გამოსვლას კვლავ ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

23:53, 21.12.2017

პარლამენტში დეპუტატ ნიკა მელიას გამოსვლას კვლავ ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ნიკა მელია სხდომათა დარბაზში ჩავიდა და იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები ისხდნენ.

ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართ მანდატურებს, რომ მელია პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაეყვანათ, თუმცა მელიამ დარბაზი არ დატოვა.

ამ დროისთვის სხდომა კვლავ გრძელდება.

 

ფოტო: მირიან მელაძე

მსგავსი