გია ვოლსკი - მუხთარლი ფიქრობს, რაც უფრო სკანდალური იქნება მისი განცხადებები, მით მეტ ყურადღებას მიიქცევს
გია ვოლსკი - მუხთარლი ფიქრობს, რაც უფრო სკანდალური იქნება მისი განცხადებები, მით მეტ ყურადღებას მიიქცევს

აფგან მუხთარლი ფიქრობს, რომ რაც უფრო სკანდალური იქნება მისი განცხადებები, მითმეტ ყურადღებას მიიქცევს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გამოხმაურებისას განაცხადა.

მისი თქმით,  მუხთარლი თავად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია იმ წაყენებული ბრალდებების ფონზე, რომელიც აზერბაიჯანულმა სასამართლომ წაუყენა.

,,ამ რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს მნიშვნელოვნად სჭირდება, როგორც თვითონ გეგმავს, საერთაშორისო ყურადღება. რაც უფრო სკანდალური იქნება მისი განცხადება, თვითონ ფიქრობს, რომ მეტ ყურადღებას მიიქცევს. რასაკვირველია, არც პრემიერი, არც ყოფილი პრემიერი ამ საქმესთან არანაირ კავშირში არ შეიძლება იყვნენ. იგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში, საკმაოდ კომფორტულ ვითარებაში და არანაირი პრობლემა მის ჟურნალისტურ საქმიანობას არ შექმნია. თუმცა, არც ამ ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ რომელიმე აქ მყოფს გაუგია ძალიან ბევრი”,- აცხადებს უმრავლესობის წევრი.