გია ვოლსკი - მთავრობა უახლოეს პერიოდში თავის სიტყვას იტყვის, რამ შეიძლება, დაიხსნას ქვეყანა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგებული მახიდან
გია ვოლსკი - მთავრობა უახლოეს პერიოდში თავის სიტყვას იტყვის, რამ შეიძლება, დაიხსნას ქვეყანა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგებული მახიდან

საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში თავის სიტყვას იტყვის, რა შეიძლება, გაკეთდეს ამ ვითარებაში და რამ შეიძლება, დაიხსნას ქვეყანა მახიდან, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიური მუშაობის შემდეგ მოახერხა და დააგო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც რუსეთის მხრიდან ფრენების შეწყვეტას, ასევე დამატებითი სანქციების შესაძლო დაწესებას გამოეხმაურა.

დეპუტატი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, რა სახის გეგმის წარდგენას აპირებს მთავრობა.

„ეს რომ ვიცოდე, მთავრობას დავასწრებდი. ეკონომიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს და მეწარმეებთან გამართული შეხვედრები რაღაც გარკვეული შედეგის მომტანი უნდა იყოს. რაც შეხება ამ კონტექსტში გაბუნიას, მისი გინება აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. ეს ქართველისთვის არათუ შეუფერებელი საქციელი იყო, არამედ მორალურად დამაზიანებელი გამოდგა, რადგან საქართველოში ხომ მხოლოდ რუსი ტურისტები არ ჩამოდიან. ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან და საქართველოთი ინვესტორები არიან დაინტერესებული. ეს არ იყო მხოლოდ პუტინისა და რუსი ტურისტის წინააღმდეგ მიმართული გინება, ეს იყო გინება, რომელსაც გავლენა ეკონომიკურ ვითარებაზე უნდა მოეხდინა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ტურისტები არასტაბილურ ქვეყანაში არ ჩამოვლენ,

„ინვესტორებისთვის ბოლო დღეებში საქართველო ისეთი მიმზიდველი  აღარ არის, როგორც ადრე იყო”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.