გია ვოლსკი - არ არის მიღებული, რომ ერთ ქვეყანაში გასამართლებული ადამიანი მეორე ქვეყანაში ინიშნებოდეს თანამდებობაზე, თუნდაც მეოცეხარისხოვანზე
გია ვოლსკი - არ არის მიღებული, რომ ერთ ქვეყანაში გასამართლებული ადამიანი მეორე ქვეყანაში ინიშნებოდეს თანამდებობაზე, თუნდაც მეოცეხარისხოვანზე

არამარტო ჩვენთან, საერთოდ მსოფლიოში არ არის მიღებული, რომ ერთ ქვეყანაში გასამართლებული ადამიანი მეორე ქვეყანაში ინიშნებოდეს რაიმე თანამდებობაზე, თუნდაც მეოცეხარისხოვან თანამდებობაზე, – ამის შესახებ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტის ხელმძღვანელად მიხეილ საააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა არამხოლოდ ორმხრივ, არამედ საერთაშორისო დონეზე მრავალმხრივ ფორმატებს მოიცავს.

„ეს არ არის მხოლოდ ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ფორმატი. ჩვენი ურთიერთობები არის ჩამოყალიბებული მრავალმხრიან პლატფორმაზე, რასაც ჰქვია რეგიონალური უსაფრთხოება, საერთაშორისო უსაფრთხოება. ვართ ჩართულები სერიოზულ პროგრამაში. ესაა ნატო-ს პროგრამა, ევროკავშირის, სამხედრო პოლიტიკური. ასევე, ეკონომიკური თანამეგობრობის საგანგებოდ მნიშვნელოვანი წევრები ვართ და აქედან გამომდინარე, ანგარიში უნდა გავუწიოთ ერთმანეთს.

არამარტო ჩვენთან, საერთოდ მსოფლიოში არ არის მიღებული, რომ ერთ ქვეყანაში გასამართლებული ადამიანი მეორე ქვეყანაში ინიშნებოდეს რაიმე თანამდებობაზე, თუნდაც მეოცეხარისხოვან თანამდებობაზე, გაცილებით უფრო მეტი საკითხებია საინტერესო.

რასაკვირველია ორმხრივ ურთიერთობაში გარკვეული ჩრდილია. ჩვენი მხრიდან გაკეთებული განცხადებები აგებული და დამყარებულია გარკვეულ სტანდარტზე, რომელიც მსოფლიოში ყველასთვის ცნობილია და ის, რომ რასაც მინდა გავაკეთებ – ეს მაინც და მაინც კარგი პასუხი არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ სერიოზულ და მრავალმხრივ ურთიერთობებს მოიცავს და არა მარტო ორმხრივ ფორმატში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.