გია ვოლსკი - მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის განსხვავება სტაბილურობასა და დესტაბილიზაციას შორის
გია ვოლსკი - მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის განსხვავება სტაბილურობასა და დესტაბილიზაციას შორის

სამცხე-ჯავახეთში არჩევნების მეორე ტური გაცილებით უფრო მძლავრად იქნება გამარჯვების ციფრებით წარმოდგენილი,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ახალქალაქში, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის განსხვავება სტაბილურობასა და დესტაბილიზაციას შორის.

„გახსოვთ, რომ სალომე ზურაბიშვილს პირველ ტურში საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ, ნინოწმინდასა და ახალციხეში. მეორე ტური გაცილებით უფრო მძლავრად იქნება გამარჯვების ციფრებით წარმოდგენილი. მგონია, რომ ამ ხალხს განსაკუთრებით კარგად ესმის განსხვავება სტაბილურობასა და დესტაბილიზაციას შორის, რომელსაც ვაშაძე ჰპირდება. ამ ხალხს ძალიან კარგად ესმის ის აუცილებლობა, რასაც ჰქვია ინტეგრაცია, განათლების დონის ამაღლება, რასაც ჩვენ ვპირდებით. ასე რომ, განსხვავება საკმაოდ დიდია და ეს განსხვავება იქნება ციფრებში გამოხატული“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.