გია ვოლსკი - მოკლე შარვლების ჩაცმის გარდა, ოპოზიციას სიახლე არ შემოუთავაზებია
სიახლეებით თუ ვიმსჯელებთ, მოკლე შარვლების ჩაცმის გარდა, ჩვენთვის სიახლე არც ოპოზიციას შემოუთავაზებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების თაობაზე ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი კანდიდატებს არჩევს არა სიახლის მიხედვით, არამედ იმის გათვალისწინებით, რა გაუკეთებიათ და რის გაკეთებას აპირებენ. ასევე, თავიანთი დამოკიდებულებით ხალხისა და ქვეყნის მიმართ, თავისი მონაცემებით საქმის კეთების თვალსაზრისით.
„დეპუტატები, რომელთაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს, ზოგი იქნება სიაში, ზოგი – არა. ვწონით, მათი რესურსით ემსახურონ ქვეყანასა და ხალხს. ეს რესურსი ყველას აქვს, მაგრამ ყველა სიაში ვერ მოხვდება. სიაზე მუშაობა მიმდინარეობს და ეს აგვისტოშიც გაგრძელდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.