გია ვოლსკი - მმართველ გუნდს ყოველთვის ახასიათებდა გარკვეულ თემებზე მწვავე კამათი, მაგრამ გუნდის გახლეჩა მიუღებელია
გია ვოლსკი - მმართველ გუნდს ყოველთვის ახასიათებდა გარკვეულ თემებზე მწვავე კამათი, მაგრამ გუნდის გახლეჩა მიუღებელია

კატეგორიულად არ მგონია, რომ საქართველოსთვის სწორი იყოს ე.წ ამერიკული მოდელი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ე.წ. ამერიკული მოდელი საქართველოსთვის ადვილი არ არის, რადგან სჭირდება სახელმწიფო სისტემის მართვის ცვლილება.

„2024 წელს ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ პროპორციული არჩევნები არის მისაღები. პროპორციული არჩევნები კონსტიტუციურ ნორმად იმიტომ ვაქციეთ, რომ ახალი თაობის პოლიტიკური პარტიების იმედი გვაქვს, რომლებიც დაპირისპირების მიუხედავად, მშვიდობას მოუტანენ ქვეყანას. ამას სრულად მაჟორიტარული სისტემა ნამდვილად არ სჯობია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს ყოველთვის ახასიათებდა გარკვეულ თემებზე მწვავე კამათიც, მაგრამ გუნდის გახლეჩა, მთავრობის დატოვება პრაქტიკულად უმრავლესობის გარეშე, მიუღებელია.

„ამ პროექტს უმრავლესობის მხარდაჭერა არ უნდა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, ის არგუმენტები, რაც ჩვენ გვაქვს ჩვენი კოლეგებისთვის გასათვალისწინებელი იქნება. ეს მხოლოდ პარტიული განხილვები არ არის. ამის უკან ხალხი დგას. ზოგი ფიქრობს, რომ პროპორციულია საჭირო. ბევრი ფიქრობს, რომ შერეულია სწორი სისტემა. მაჟორიტარულ სისტემასაც საკმაოდ სერიოზულია და ბევრი მხარდამჭერები ჰყავს. აქედან გამომდინარე, ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე და სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. მე მგონია, რომ ჩვენს კოლეგებს ამ მიდგომის სისწორეში დავარწმუნებთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.