გია ვოლსკი - მიუხედავად დიდი ხნის მზადებისა, ნიკა გვარამია მაინც მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე, მისი მესიჯები საკმაოდ პრიმიტიული შინაარსის არის
გია ვოლსკი - მიუხედავად დიდი ხნის მზადებისა, ნიკა გვარამია მაინც მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე, მისი მესიჯები საკმაოდ პრიმიტიული შინაარსის არის

მიუხედავად დიდი ხნის მზადებისა, რაც უკვე ერთი წელია მიმდინარეობს, ნიკა გვარამია მაინც მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელიც არის გვარამიას განცხადებები.

„გვარამიას მესიჯები საკმაოდ პრიმიტიული შინაარსის არის. არ არსებობს წარსული, არ არსებობს სისხლი, არ არსებობს დანაშაულები, არ არსებობს გახარიას და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა, ახლა უნდა ჩვენ ვიზრუნოთ იმ ხალხის მოზიდვაზე, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ვის დაუჭერს მხარს არჩევნებში. ამ დროს უკვე ყველა ხედავს, მოწინააღმდეგეც და მომხრეც, რომ ეს არის რევოლუციური კომიტეტი სხვადასხვა განშტოებით, სხვადასხვა პათოსით და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე. უნდათ, კარგი პოლიციელის და ცუდი პოლიციელის ცნობილი ფორმულა გამოიყენონ. ეს იმდენად პრიმიტიულია, რომ ვფიქრობ, არა თუ ჩვენი საზოგადოებისათვის, არამედ ზოგადად საზოგადოებისთვის, რომელიც საქართველოს ვითარებას კარგად არ იცნობს, შეურაცხმყოფელიც არის ასეთი დონის სიყალბე და თვალთმაქცობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ნიკა გვარამიამ განაცხადა: „გახარიას პარტიას სამომავლო კოალიციაში ვხედავ, გახარიასთან დაკავშირებით, წარსულთან მიმართებით კითხვების დასმას ამ ეტაპზე არ ვაპირებ“.