გია ვოლსკი – მიხეილ ყაველაშვილის გაერო-ში გამოსვლა იქნება ისეთი, რაც საქართველოს უსაფრთხოებას, მომავალს და განვითარების პერსპექტივას უკავშირდება

16:09, 22.09.2025

რეგიონში არსებული მდგომარეობა იმის აუცილებლობას ქმნის, რომ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ვისაუბროთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც პრეზიდენტ ყაველაშვილისგან ფართო საზოგადოება მიიღებს, რასაკვირველია, ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება.

„მისი გამოსვლა იქნება ისეთი, რაც საქართველოს უსაფრთხოებას, მომავალს და განვითარების პერსპექტივას უკავშირდება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

მსგავსი