გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით შექმნილი გარემოება კითხვის ნიშნებს არ ტოვებს
გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით შექმნილი გარემოება კითხვის ნიშნებს არ ტოვებს

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით შექმნილი გარემოება კითხვის ნიშნებს არ ტოვებს. ჩამოსვლის მიზანი დაპირისპირების ორგანიზება იყო და ამას სხვა ალტერნატივა, სხვა განმარტება არ გააჩნია, დაპირისპირებას აუცილებლად თან მოსდევს მსხვერპლი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური ძალისთვის მსხვერპლი და ადამიანის მოკვდინება ჩვეულებრივი ამბავია, რასაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვეგუებოდით.

„ახლა ამ ბოროტების დაბრუნების რესურსი და ძალა არ გააჩნიათ, მაგრამ ყველა შემთხვევაში დესტაბილიზაცია, დაპირისპირება, აჯანყების ორგანიზება, რაზეც ინტენსიურად საუბრობდნენ, განაპირობებს მსხვერპლსაც. არის კი, ეს კონკრეტული ადამიანი მსხვერპლზე წამსვლელი? – დარწმუნებული ვარ, რომ არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.