გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილი თუ შიმშილობს, მოშიმშილე პატიმრის მიმართ არსებობს გარკვეული რეგლამენტი, რომელსაც მიჰყვება ციხის ადმინისტრაცია
გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილი თუ შიმშილობს, მოშიმშილე პატიმრის მიმართ არსებობს გარკვეული რეგლამენტი, რომელსაც მიჰყვება ციხის ადმინისტრაცია

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ძალიან ძნელია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მთხოვნელთა პათოსის გათვალისწინება, გაგება ან ანალიზი, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლება არც სამართლებრივად და არ მორალურად არ ეკუთვნის.

მისივე თქმით, თუკი სააკაშვილი შიმშილობს, მოშიმშილე პატიმრის მიმართ არსებობს გარკვეული რეგლამენტი, რომელსაც მიჰყვება იქ მყოფი ჯანდაცვის ჯგუფი და ციხის ადმინისტრაცია.

„რაც შეეხება იმ განწყობის შემოტანას, თითქოს მას არაფერი დანაშაული არ ჩაუდენია და არ მიუძღვის არანაირი ბრალი, ეს არის მცდელობა, საზოგადოების დიდ ნაწილს თვალში ნაცარი შეაყარონ. უფრო მეტსაც გეტყვით, ეს არის შეურაცხყოფა საზოგადოების, განსაკუთრებით იმ ოჯახების, რომლებმაც ეს ტერორისტული სადისტური მმართველობა განიცადეს, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა ჩამოყალიბებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.