გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილი ხან ღრუბელ-ღრუბელ მოდის, ხან ხმელეთით, მსგავსი არაადეკვატური ადამიანის განცხადებების შეფასება რთულია
გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილი ხან ღრუბელ-ღრუბელ მოდის, ხან ხმელეთით, მსგავსი არაადეკვატური ადამიანის განცხადებების შეფასება რთულია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის მოსაზრებით, მიხეილ სააკაშვილის მსგავსი არაადეკვატური ადამიანის განცხადებების შეფასება საკმაოდ რთულია.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის მიერ გახმოვანებულ საარჩევნო დაპირებებს გამოეხმაურა.

„მიხეილ სააკაშვილი ხან პოლიტიკოსის რანგში გვევლინება, ხან მსოფლიო განმკარგულებლის, ხან უკრაინის ლიდერის, ხან საქართველოს პრეზიდენტის თუ მთავრობის თავმჯდომარის. ხან ღრუბელ-ღრუბელ მოდის, ხან ხმელეთით. არ მგონია, მის განცხადებებს ადეკვატური პასუხი გაეცეს, რასაც ის ჰაერში პერიოდულად ისვრის“, – განაცხადა ვოლსკიმ.