გია ვოლსკი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ფეისბუქპოსტს აქვეყნებს - მიიღეთ გადაწყვეტილება, წაყვეთ თუ არა ნაცკლასტერს პოლიტიკური მავნებლობის პროცესში
გია ვოლსკი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ფეისბუქპოსტს აქვეყნებს - მიიღეთ გადაწყვეტილება, წაყვეთ თუ არა ნაცკლასტერს პოლიტიკური მავნებლობის პროცესში

მიიღეთ გადაწყვეტილება, წაყვეთ თუ არა ნაცკლასტერს პოლიტიკური მავნებლობის პროცესში, – წერს „ფეისბუქში“ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

ვოლსკი სოციალურ ქსელში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული გამოხმაურებების შესახებ წერს:

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაცმოძრაობის გამარჯვებად შერაცხვის მცდელობასთან დაკავშირებით:

რა ვითარება დაგვხვდა

1. დაკარგული იყო და საქმეში არ იდო გორში აფეთქებული ბალისტიკური რაკეტა ისკანდერის ნარჩენები, რომელმაც 12 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა;

2. მტკიცებულებად არ იყო გამოყენებული საჰაერო რადარის ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ ომის დროს საჰაერო სივრცეს რუსეთი აკონტროლებდა და თავდასხმებს მისი სამხედრო თვითმფრინავები ახორციელებდნენ;

3. მოპოვებული და გამოყენებული არ იყო რუსული ბომბებისა და ჭურვების განაღმვის დოკუმენეტები, რომლებიც ადასტურებდა, რომ რუსეთი ბომბავდა ქართულ დასახლებულ პუნქტებს;

4. საქმეში არ იყო სეისმური სადგურის ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებდა ომის პერიოდში ბომბებისა და ჭურვების აფეთქებებს;

5. წარდგენილი არ იყო სატელიტით გადაღებული მასალის შედარებითი ანალიზი, რომელიც ადასტურებდა საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას;

6. მტკიცებულებად გამოყენებული არ იყო სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდებოდა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხში;

7. საქმეში არ იყო ვიდეო მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხში;

8. წარდგენილი არ ყოფილა ქართველ ტყვეთა დაზიანებების ამსახველი მთელი რიგი ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები;

9. სადავო მტკიცებულებებზე წარდგენილი არ იყო ექსპერტიზის დასკვნები;

10. არ იყო ჩატარებული სათანადო მუშაობა მოწმეთა ჩვენებების შესაგროვებლად;

11. ამას დაუმატეთ ჰააგის გაეროს სასამართლოში ნაცხელისუფლების მიერ შეტანილი სრულიად არასრულფასოვანი სარჩელი, რის გამოც წარმოებაშიც არ მიიღეს;

12. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მათვე ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე ომის დაწყება საქართველოს დააბრალეს.

აქედან გამომდინარე მიიღეთ გადაწყვეტილება, წაყვეთ თუ არა ნაცკლასტერს პოლიტიკური მავნებლობის პროცესში“, – წერს გია ვოლსკი „ფეისბუქში“.