გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შესაძლო დატოვების თაობაზე ბექა ნაცვლიშვილის განცხადება ნაჩქარევია
გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შესაძლო დატოვების თაობაზე ბექა ნაცვლიშვილის განცხადება ნაჩქარევია

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შესაძლო დატოვების თაობაზე ბექა ნაცვლიშვილის განცხადება ნაჩქარევია.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ნაცვლიშვილს საპენსიო სისტემაზე საინტერესო წინადადებები აქვს, მაგრამ რამდენად განხორციელებადია, ეს მეორე საკითხია.

„ბექას ადგილზე გადაწყვეტილების მიღებას არ ვიჩქარებდი, რადგან დასრულებული არაფერია. საინტერესო წინადადებები აქვს, რამდენად განხორციელებადია, მეორე საკითხია და პროფესიონალური მსჯელობა უფრო უპრიანი იქნებოდა, ვიდრე დაპირისპირების დემონსტრირება. ემოციურად სწორია, რა დამოკიდებულებასაც ბექა აყენებს, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე ეს ყველაფერი ვერ სრულდება, ნაწილობრივ კანონმდებლობით მოქმედებს. მუშაობაა საჭირო და არა დემარში”, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბექა ნაცვლიშვილი საპენსიო სისტემის თაობაზე კანონპროექტს წარადგენს. დეპუტატი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა მის ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, ის მმართველ გუნდს დატოვებს.