გია ვოლსკი - მამუკა ბახტაძემ გაერო-ში მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთა
გია ვოლსკი - მამუკა ბახტაძემ გაერო-ში მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ში მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთა.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, პოლიტიკური თემების გარდა, აქტუალური გახდა საქართველოს, როგორც რეგიონალური თანამშრომლობის ცენტრის არსებობა.

დეპუტატი ფიქრობს, რომ საგანგებო შეთავაზებაა „თბილისის ფორუმის“ ჩატარების თაობაზე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან ისაუბრა.

„სტაბილურობის განვითარება და შენარჩუნება საქართველოს ერთ-ერთი მიზანია, რისთვისაც ამ ფორუმების ჩატარება საგანგებოდ მნიშვნელოვანია. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, თავის კანდიდატს ხელი დააფაროს, რომელმაც არათუ თქვა, არამედ იმოქმედა, რომ რუსეთს თავისი აგრესია განეხორციელებინა. მსხვერპლი სწორედ იმ მთავრობის კისერზეა, რომლის წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე იყო”, – განაცხადა ვოლსკიმ.