გია ვოლსკი - მაკფოლი არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რისთვისაც სააკაშვილის „ახლობლობა“ საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდის
გია ვოლსკი - მაკფოლი არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რისთვისაც სააკაშვილის „ახლობლობა“ საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდის

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იმ სტრატეგიის ნაწილია, რომლის გამოც ფულს იხდიან. მაკფოლი, როგორც უკრაინის ერთ-ერთი კომისიის თანათავმჯდომარე, ითხოვდა სანქციების დაწესებას ივანიშვილის და კიდევ რამდენიმე პიროვნების მიმართ, სანქციების დადებას ყველა პროგრამაზე, რომელიც საქართველოს სასიკეთოდ უნდა გააკეთოს „ქართუ“ ჯგუფმა და დღეს აქვეყნებს სტატიას. ესეც ამ სტრატეგიის ნაწილია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „მაკფოლი არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რისთვისაც სააკაშვილის „ახლობლობა“ საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდის“.

„მაკფოლი არ არის ის პიროვნება, ვინც პოლიტიკური ბრძოლის ველზე ახლა გამოჩნდა. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იმ სტრატეგიის ნაწილია, რომლის გამოც ფულს იხდიან. პიარკამპანიაშია ჩართული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მაკფოლი, რომელიც გუშინ, როგორც უკრაინის ერთ-ერთი კომისიის თანათავმჯდომარე, ითხოვდა სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის და კიდევ რამდენიმე პიროვნების მიმართ, სანქციების დადებას ყველა პროგრამაზე, რომელიც საქართველოს სასიკეთოდ უნდა გააკეთოს „ქართუ“ ჯგუფმა, დღეს აქვეყნებს სტატიას. ესეც ამ სტრატეგიის ნაწილია. მისი აზრით, სააკაშვილი უნდა იყოს მუდმივად ცუდად, მისი აზრით, სააკაშვილი მკურნალობას არ უნდა დაექვემდებაროს, მან არ უნდა დაუჯეროს ექიმებს და უნდა შეინარჩუნოს თვითდაზიანების რეჟიმი, ეს პოლიტიკა, რომელიც მას აქვს კონკრეტული პოლიტიკური და პიარგეგმის რეალიზაციის მიზნით.

მაკფოლი არის ადამიანი, რომელსაც აქვს კონკრეტული იდეა და არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რისთვისაც სააკაშვილის „ახლობლობა“ საკმაოდ სერიოზულ, სოლიდურ თანხას იხდის. არ ვამბობ, რომ მაკფოლი პირადად ხელფასს იღებს აქედან, მაგრამ ისიც ამ პიარის ნაწილია, თუ თანაავტორი არა. რა ინტერესიც აქვს სააკაშვილს, რომ ეს ქვეყანა დაანგრიოს, იგივე ინტერესი აქვს მაკფოლს, რომ სააკაშვილს დაუჭიროს მხარი. სააკაშვილს შეკვეთას აძლევს, რომ ცუდად იყოს. ეს მათი გეგმაა. რა ინტერესი აქვს სააკაშვილს, რა ინტერესი აქვს კეზერაშვილს, რა ინტერესი აქვს იმ შემადგენლობას, რომელიც საქართველოს დესტაბილიზაციას უქადის? ჯერჯერობით ვერ შეასრულეს, ვერც შეასრულებენ. ამ გეგმის ნაწილია მაკფოლიც. რა ინტერესი აქვს კუბილიუსს? – ის ინტერესი აქვს, რა ინტერესიც აქვთ „ნაცმოძრაობას და მის ტელევიზიებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამერიკულმა გამოცემა „ვაშინგტონ პოსტმა“ რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ყოფილი წარმომადგენელისა და რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის ერთ-ერთი ავტორის, მაიკლ მაკფოლის საავტორო სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში მაკფოლი წერს, რომ ჯო ბაიდენმა და სხვა ლიდერებმაც უნდა მოუწოდონ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი და მისცეს უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებაში გამგზავრების უფლება.