გია ვოლსკი - მაიკ პომპეოს განცხადება მყარი სტრატეგიული თანამშრომლობის გამოხატულებაა
გია ვოლსკი - მაიკ პომპეოს განცხადება მყარი სტრატეგიული თანამშრომლობის გამოხატულებაა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება მყარი სტრატეგიული თანამშრომლობის გამოხატულებაა.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების ან ევროკავშირის ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერის განცხადება მხოლოდ მხარდაჭერად არ უნდა აღიქმებოდეს.

„ეს მყარი სტრატეგიული თანამშრომლობის გამოხატულებაა, სადაც პარტნიორი ქვეყანა იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელზეც ჩვენი და ამერიკის, ჩვენი და ევროკავშირის ხედვა ერთია. მოცემულობა საკმაოდ მძიმეა, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. რაც უფრო მძლავრი იქნება პარტნიორების მხარდაჭერა, მით უკეთესია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პოლონეთში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში აშშ-სა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებასა და ცხოვრების წესს ემუქრება.