გია ვოლსკი - კულტურის დარგის გამაძლიერებელი მხოლოდ სამინისტროს გამოყოფა ვერ იქნება, მაგრამ თუ ეს წინაპირობაა, რატომაც არა
გია ვოლსკი - კულტურის დარგის გამაძლიერებელი მხოლოდ სამინისტროს გამოყოფა ვერ იქნება, მაგრამ თუ ეს წინაპირობაა, რატომაც არა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მოსაზრებით, კულტურის დარგს გაცილებით მეტი პატრონობა სჭირდება და ამ მიზნით, დარგს ხელმძღვანელი უნდა ჰყავდეს.

გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ ეს შეიძლება, გამსხვილებული სამინისტროს ფორმატშიც იყოს და შეიძლება – ცალკე უწყებადაც.

„დამატებითი სახელმწიფო დანახარჯების გარეშე უფრო ეფექტური იყო სამინისტრო, თუმცა არ მგონია, რომ ეს არის პანაცეა. გადაწყვეტილება ეფექტური მაშინ არის, როცა ხალხი დარგის მიმართ თავის ინტელექტუალურ რესურსს ამჟღავნებს და ამას შესაბამისი ორგანიზატორი, მეთაური ჰყავს. მხოლოდ სამინისტროს გამოყოფა ვერ იქნება კულტურის დარგის გამაძლიერებელი, მაგრამ თუ ეს წინაპირობაა, რატომაც არა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.