გია ვოლსკი - კრიზისსა და დახმარების დეფიციტზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებსაც მოსახლეობისთვის წართმევის მეტი არაფერი გაუკეთებიათ
გია ვოლსკი - კრიზისსა და დახმარების დეფიციტზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებსაც მოსახლეობისთვის წართმევის მეტი არაფერი გაუკეთებიათ

კრიზისსა და დახმარების დეფიციტზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებსაც მოსახლეობისთვის არა თუ დახმარება გაუწევიათ ოდესმე, არამედ წართმევის მეტი არაფერი გაუკეთებიათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკიმ მედიის კითხვას პარლამენტში ოპოზიციის მიერ ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის დაბარებასთან დაკავშირებით უპასუხა.

„დღეს უზნეობა რომ ვუწოდოთ ისიც აღარ არის საკმარისი იმის შესაფასებლად, რასაც ესენი სჩადიან, თუმცა, თუკი რამე შეკითხვა დარჩა ამასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ეს ინტერპელაციაც ხომ ახალი სისტემით არის ჩამოყალიბებული. არც ეს ღირსებია არასდროს საქართველოს, რომ პრემიერი კი არა, რომელიმე მინისტრი ან სამსახურის უფროსი აბარებდეს ანგარიშს მთელ საზოგადოებას და პასუხობდეს ოპოზიციის შეკითხვებს ან სად იყო საერთოდ ოპოზიცია, ფეხქვეშ გათელეს ყველაფერი და დღეს ამ სიკეთით სარგებლობენ. კარგიც არის ეს, რათა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს, რასთან გვაქვს საქმე. თუ რამე შეკითხვებია, რასაკვირველია, პრემიერ-მინისტრმა ამაზე უნდა ისაუბროს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

დატოვე კომენტარი